რუსეთი

ბელგოროდში აფეთქების ხმა ისმის, გუბერნატორი ხალხს თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს

УНИАН 

რუსეთში, ბელგოროდის რეგიონში აფეთქების ხმა ისმის. ასევე, გააქტიურებულია საჰაერო სირენები. გუბერნატორი, ვიაჩესლავ გლადკოვი მოსახლეობას თავშესაფარში გადასვლისკენ მოუწოდებს. 

"ქალაქ ბელგოროდსა და რეგიონში სარაკეთო თავდასხმის საჰაერო სირენებია ჩართული. თუ იმყოფებით სახლში, ფანჯრებთან ახლოს არ მიხვიდეთ. თუ ქუჩაში მიყოფებით, გადაინაცვლეთ თავშესაფარში ან სხვა უსაფრთხო ადგილზე" – წერს გლადკოვი. 

გუშინ, 15 მარტს, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბელგოროდზე დრონებით იერიში მიიტანეს. თავდასხმის შედეგად დაღუპულია ორი და დაშავებული 17 ადამიანი. საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა დროებით შეჩერებულია. ინფორმაციას რუსული მედიები ავრცელებენ.

ამავდროულად, 15 მარტს დილის საათებში ბელგოროდის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თქმით საჰაერო თავდაცვამ 7 ვამპირის ტიპის უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო.

პროპაგანდისტული მედია Ria Novosty-ს ცნობით დაბომბვის მომენტში საარჩევნო უბნებზე ხმების მიცემა ნახევარი საათით შეჩერდა.

სხვადასხვა ადგილობრივი Telegram არხების ცნობით, ბელგოროდში რამდენიმე მანქანა დაზიანდა, ასევე ერთ შენობას გაუჩნდა ხანძარი.

მოგვიანებით ბელგოროდის ოლქის მეთაურმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა რომ თავდასხმის შედეგად დაიღუპა 2 და დაშავდა 17 ადამიანი.

2024 წლის რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მოქმედი პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეხუთედ იყრის კენჭს.

კომენტარები