რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბელგოროდში ქალაქის ადმინისტრაციის შენობაზე დრონით იერიში მიიტანეს

იერიშის შედეგი

ქალაქ ბელგოროდის ადმინისტრაციის შენობაზე დრონით იერიში მიიტანეს.

ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, თავდასხმის შედეგად დაშავდა ორი ქალი. შენობას დაუზიანდა ფანჯრები და ფასადი.

გასული საათების განმავლობაში რუსეთში დრონების იერიშის შედეგად ნიჟნი-ნოვგოროდისა და ორიოლის ოლქებში ნავთობსაცავებში ხანძარი გაჩნდა. ამას გარდა, გამთენიისას კურსკის ოლქის მიმართულებით უკრაინის მხარეს მებრძოლმა რუსულმა მოხალისეობრივმა ბატალიონებმა იერიში წამოიწყეს და საზღვრის გარღვევა სცადეს.

პროუკრაინული ჯგუფები ავრცელებდნენ ცნობებს, რომ მათ საზღვარი გაარღვიეს. ფაქტი, რომ შეტაკებები მოხდა დაადასტურა კურსკის გუბერნატორმა, რომან სტაროვოიტმაც. თუმცა, მისი მტკიცებით, "მოხდა შეტაკებები, მაგრამ არანაირი გარღვევა არ მომხდარა".

 

კომენტარები