სტიქია იმერეთში

ნერგეეთში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად დაღუპული მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს

სტიქია ბაღდათში
შინაგან საქმეთა სამინისტრო

მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში დაღუპული მე-9 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ტაბულას ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის მოსვლამ გაააქტიურა. 

კომენტარები