სტიქია იმერეთში

ნერგეეთში კიდევ 2 ადამიანის ცხედარი იპოვეს – დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

სტიქია ბაღდათში
შინაგან საქმეთა სამინისტრო

მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს. დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა.

იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ადგილზე უკვე რამდენიმე საათია მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. ამ დროისთვის, ისინი კიდევ ერთ ადამიანს ეძებენ.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესები დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე უხვი ნალექის მოსვლამ გაააქტიურა. 

კომენტარები