ლიონელ მესი

ხელსახოცს, რომელზეც ბარსელონასთან მესის პირველი კონტრაქტი გაფორმდა, აუქციონზე გაიტანენ

ორასიო გაჯოლის უკავია ხელსახოცი, რომელზეც გუნდ ბარსელონასთან მესის პირველი კონტრაქტი გაფორმდა
AP News

ხელსახოცს, რომელზეც საფეხბურთო კლუბ ბარსელონასთან ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი გაფორმდა, აუქციონზე გაიტანენ. მისი საწყისი ფასი 300 000 ფუნტი იქნება. 

ხელშეკრულების გაფორმების დროს მესი 13 წლის იყო. ხელსახოცზე წერია, რომ ბარსელონას იმდროინდელი სპორტული დირექტორი, კარლეს რეშაკი გუნდში მესის აიყვანს. ხელშეკრულება დაიდო მას შემდეგ, რაც მესის ოჯახმა ბარსელონასგან შეყოვნებული პასუხის გამო შეშფოთება გამოთქვა. 

კარლეს რეშაკმა ისტორიულ ხელსახოცზე  ხელი 2000 წელს მოაწერა. ხელსახოცი ხოსეპ მინგელისა და ორასიო გაჯოლის ხელმოწერასაც ატარებს. 

"ბარსელონაში, 2000 წლის 14 დეკემბერს, ბატონ მინგელისა და ჰორაციოს თანდასწრებით, ბარსელონას სპორტული დირექტორი, კარლეს რეშაკი თანხმდება, რომ იღებს პასუხისმგებლობას და ნებისმიერი საპირისპირო აზრის მიუხედავად, მოთამაშე ლიონელ მესის გუნდში გააფორმებს, იმ შემთხვევაში, თუ შეთანხმებულ თანხას მივიღებთ". - წერია ხელსახოცზე. 

ხელშეკრულებას აუქციონზე ბრიტანული სააუქციონო სახლი, Bonhams-ი, 2024 წლის მარტში გაიტანს. 

"ეს ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი ნივთია, რომელთანაც შეხება მქონია. დიახ, ეს ფურცლის ხელსახოცია, მაგრამ ეს არის ის ცნობილი ხელსახოცი, რომელიც ლიონელ მესის კარიერის დასაწყისში იყო". - თქვა იან ელინგმა, Bonhams-ის იშვიათი წიგნებისა და ხელნაწერების ხელმძღვანელმა. 

მესი გუნდს ხელშეკრულების შემდეგ ერთი თვის შემდეგ შეუერთდა და დებიუტი 16 წლის ასაკში ჰქონდა, ხოლო დღეს ის 36 წლისაა და კატალონურ კლუბში ჯამში 778 თამაშში 672 გოლი აქვს გატანილი. ლეგენდარულ მოთამაშეს ამჟამად 10 ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგის ოთხი ტიტული აქვს მოგებული. 2021 წელს მესიმ ბარსელონა დატოვა და პარიზულ კლუბ პსჟ-ს შეუერთდა. 

კომენტარები