ლიონელ მესი

"ჩემთვის ეს ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო" – ლიონელ მესი კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე

ლიონელ მესიმ ჩინეთში, ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებთან ამხანაგურ მატჩამდე გამოცემა Titan Sport-თან თქვა, რომ კატარის 2022 წლის ჩემპიონატი მისთვის ბოლო იყო.

"არამგონია. ეს ჩემი ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი იყო. [...] შევხედავ, როგორ განვითარდება მოვლენები. პრინციპში, მე არ წავალ შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატზე". – თქვა მესიმ. 

2022 წელს კატარში ჩატარებულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულის ტიტული არგენტინის ნაკრებმა მოიპოვა. არგენტინამ ფინალში მოქმედი ჩემპიონი, საფრანგეთი დაამარცხა. აქამდე, არგენტინამ მსოფლიოს საუკეთესო ნაკრების ტიტული ბოლოს 1986 წელს მოიგო.

ლიონელ მესი კატარის ჩემპიონატზე ნაკრების კაპიტანი იყო და ის ჩემპიონატის ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა. ჩემპიონატის განმავლობაში მესიმ 7 გოლი გაიტანა და 3 ასისტი მიითვალა. 

ასევე, 7 ივნისს გახდა ცნობილი, რომ ლიონელ მესი საკლუბო კარიერას აშშ-ს კლუბ ინტერ მაიმიში გააგრძელებს. 

2021 წლიდან დღემდე მესი პარიზულ კლუბ პსჟ-ში თამაშობდა. კლუბის მაისურით მსოფლიოს ჩემპიონმა ფეხბურთელმა 58 თამაშში 22 გოლი გაიტანა.

კომენტარები