ლიონელ მესი

რომარიო: მესის აუტიზმის იოლი ფორმა აქვს

რომარიო და მესი
que.es

ბარსელონასა და ბრაზილიის ყოფილმა თავდამსხმელმა რომარიომ, ლეო მესის შესახებ კომენტარი გააკეთა. რომარიოს თქმით, მესი აუტიზმის იოლი ფორმითაა დაავადებული, რაც მას საშუალებას აძლევს, რომ თამაშზე ფოკუსირება, კონცენტრაცია მოახდინოს.

თავის ოფიციალურ ტვიტერზე, ბრაზილიელმა ვეტერანმა ისიც განაცხადა, რომ მესის მსგავსი სიმპტომები აღენიშნება რაც ალბერტ აინშტეანს და ისააკ ნიუტონს.

"ეს აუტიზმის იოლი ფორმაა, რომელიც ავადმყოფებს ეხმარებათ სხვებთან შედარებით უკეთ ფოკუსირებასა და კონცენტრაციაში"

"ნიუტონს და აინშტაინს ასევე ჰქონდათ აუტიზმის გარკვეული ფორმა. იმედი მაქვს, მესი მათნაირად წარმატებულად ყოფნას განაგრძლობს და კვლავაც შემოგვთავაზებს მის ულამაზესს თამაშს", - განაცხადა რომარიომ.

 

კომენტარები