ლიონელ მესი საკლუბო კარიერას აშშ-ს კლუბ ინტერ მაიმიში გააგრძელებს. ინფორმაციას არგენტინელი თავდამსხმელის გვერდი ადასტურებს.
"არ ვბრუნდები ბარსელონაში, მივდივარ ინტერ მაიამიში". – წერია პოსტში.
ინტერ მაიამი ქალაქ მაიამიში 2018 წელს შეიქმნა. კლუბი აშშ-ს უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში, MLS-ის თამაშობს.
2021 წლიდან დღემდე მესი პარიზულ კლუბ პსჟ-ში თამაშობდა. კლუბის მაისურით მსოფლიოს ჩემპიონმა ფეხბურთელმა 58 თამაშში 22 გოლი გაიტანა.