აშშ

აშშ-ს პრეზიდენტმა ბაიდენმა დონალდ ტრამპს ლუზერი დაუძახა

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი პენსილვანიის ქალაქ ალენთაუნში ვიზიტისას, 2024 წლის 12 იანვარი
REUTERS/Leah Millis

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ყოფილ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი "ლუზერად" მოიხსენია და წინა წლებში ტრამპის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა.

ბაიდენის თქმით, როდესაც დონალდ ტრამპი მთავარსარდალი იყო, მან ბრძოლის ველზე დაცემული ამერიკელი ჯარისკაცების სასაფლაოს მონახულებაზე თქვა უარი და იქ დაკრძალულ გმირებს "ლუზერები" უწოდა.

"როგორ გაბედა მან ამის თქმა?  როგორ ბედავს ის ჩემს შვილზე, და დანარჩენ ოფიცრებზე, ასეთ ლაპარაკს? მე მათ პატრიოტებსა და გმირებს ვეძახი. ერთადერთი ლუზერი, ვისაც ვხედავ, დონალდ ტრამპია" - თქვა ბაიდენმა სამხრეთ კაროლინაში შემდეგ კვირას დანიშნული პრაიმერისთვის ამომრჩევლებთან გამართულ სიტყვით გამოსვლაზე.

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წელს "Aisne-Marne"-ის ამერიკულ სასაფლაოზე დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ პრეზიდენტის პირადი შემადგენლობის მაღალი რანგის წევრთან საუბრისას ტრამპმა თქვა, რომ "რატომ უნდა წავიდე იმ სასაფლაოზე? "ლუზერებით" არის სავსე".

კომენტარები