აშშ

დელავერის შტატში ჯო ბაიდენის გაჩერებულ ესკორტს მანქანა დაეჯახა

AP Photo/Manuel Balce Ceneta

17 დეკემბერს დელავერის შტატში ქალაქ ვილმინგტონში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გაჩერებულ ესკორტს მანქანა დაეჯახა. ჯო ბაიდენი და პირველი ლედი ჯილ ბაიდენი არ დაშავებულან. 

ჯო ბაიდენი ვილმინგტონში თავის საპრეზიდენტო კამპანიის ოფისს სტუმრობდა, სადაც შეიარაღებული ესკორტი იცავდა. აშშ-ს საიდუმლო სამსახურის ესკორტს სედანის ტიპის მანქანა დაეჯახა. დაჯახების შემდეგ სედანის მძღოლმა გზის გაგრძელება სცადა, თუმცა ის მალევე საიდუმლო სამსახურის დაცვის მანქანების ალყაში მოექცა. დაცვის წევრებმა მძღოლს ხელების ჩვენება და მანქანიდან მშვიდად გადმოსვლა სთხოვეს.

ბაიდენი და მისი ცოლი შეხვედრიდან გამოსვლისას დაცვის წევრებმა მანქანაში ჩასვეს. შემთხვევის გამო აშშ-ს პრეზიდენტის გრაფიკი არ შეცვლილა. აშშ_ს საიდუმლო სამსახურს ჯერჯერობით ინცინდენტზე კომენტარი არ გაუკეთებია. 

კომენტარები