ლატარია

ფლორიდაში ლატარიის გამარჯვებულს $44-მილიონიანი პრიზის ასაღებად 6 დღე რჩება

Joe Raedle/Getty Images

ფლორიდაში ლატარიის გამარჯვებულს $44-მილიონიანი პრიზის ასაღებად 6 დღე რჩება.

2023 წლის 14 ივნისს ჩატარებული გათამაშება ცენტრალურ ფლორიდაში მდებარე ბენზინგასამართ სადგურში ნაყიდი ბილეთის პატრონმა მოიგო, თუმცა ის კუთვნილი თანხის ასაღებად ამ დრომდე არ გამოცხადებულა.

ფლორიდის ლატარიის ინფორმაციით, პრიზი გამარჯვებულმა გათამაშებიდან 180 დღის განმავლობაში უნდა მოითხოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბილეთი ვადაგასულად გამოცხადდება და იღბლიანი მოთამაშე თანხას ვეღარ მიიღებს.

14 ივნისის გათამაშების გამარჯვებულ ბილეთს ვადა ორშაბათს, 11 დეკემბერს გასდის. შტატის კანონის მიხედვით, ვადის ამოწურვის შემდეგ, გამარჯვებულისთვის განკუთვნილი ფულადი თანხის 80% განათლების ფონდში ჩაირიცხება, 20% კი ლატარიის საპრიზო ფონდს დაემატება.

კომენტარები