ლატარია

ვინ ფლობს ახალ ლატარიის კომპანიას

lotto.ge

ლატარიის ახალმა კომპანიამ უკვე მეორე გათამაშება ჩაატარა, ჯეკპოტის მოცულობა 516,000 ლარი იყო. ფინანსთა სამინისტროს მიერ გაცემული ლიცენზიის თანახმად, ქვეყანაში ლოტოს გათამაშების ასევე მომგებიანი ბილეთების წარმოების ექსკლუზიური უფლება მხოლოდ კომპანია "ჯი ენ ელს" აქვს. მთავრობამ ახალ კომპანიას ლატარიის ლიცენზია 2027 წლამდე გადასცა.

საჯარო რეესტრში "ჯი ენ ელის" ამონაწერიდან ირკვევა, რომ მისი 75%-ის მფლობელია შპს "ვინ", თავად "ვინის" 100%-იან წილს ბიზნესმენი კობა ღურწკაია ფლობს. კობა ღურწკაია, საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგის  "სი ბი ეს ჯგუფის" გენერალური დირექტორია და ჰოლდინგში შემავალი კომპანიების მართვაშიც მონაწილეობს. "სი ბი ეს ჯგუფი" 2013 წელს ბიზნესმენებმა ხვიჩა მაქაცარიამ და თეიმურაზ არონიამ დააფუძნეს. ჰოლდინგი წილებს ფლობს შემდეგ კომპანიებში:

  • კავკასუს ონლაინი
  • ბილაინი
  • თბილისის მიკროავტობუსი
  • სასტუმრო ინტურისტი
  • რკინიგზის ტელეკომი
  • სარეკლამო კომპანია ელეფანთი და სხვები

რაც შეეხება "ჯი ენ ელის" 25%-იან წილს, მისი მფლობელია კომპანია "ნიუ გეიმსი" რომელიც 2012 წლიდან დღემდე ბულგარეთში ეროვნული ლატარიის გათამაშებას ატარებს. კომპანიის მფლობელი ვასილ ბოჟკოვია.

ლატარიის გარდა კომპანიამ მომგებიანი ბილეთებიც გამოუშვა, ამ მომენტალური გათამაშებების საპრიზო ფონდი 16,570,000 ლარს შეადგენს.

რატომ დაიხურა ძველი ლატარიის კომპანია:

"საქართველოს ლატარიის კომპანიამ" ლატარიის ჩატარების 10-წლიანი ლიცენზია სახელმწიფოსგან 2009 წელს მიიღო. თუმცა კომპანიამ სახელმწიფოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო და მას ბიუჯეტის წინაშე 200-მილიონიანი დავალიანება დაუგროვდა. კომპანიამუკანასკნელი გათამაშება 2017 წლის 1 სექტემბერს ჩაატარა.

სახელმწიფოს გაუქმებული ლატარიის კომპანიის 70%-იანი წილი ეკუთვნის, რის გაყიდვასაც 2016 წელს ცდილობდა, თუმცა ვალებით დამძიმებული კომპანიის ყიდვაზე ინვესტორებმა უარი თქვეს. საბოლოოდ 2016 წლის სექტემბერში ფინანსთა სამინისტრომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ კომპანიისთვის ლატარიის ჩატარების ექსკლუზიური ლიცენზია შეეწყვიტა. ამ გადაწყვეტილებიდან მალევე გამოცხადდა ტენდერი, რომელშიც "ჯი ენ ელმა" გაიმარჯვა.

კომენტარები