ლატარია

კაცმა ლატარიაში $1 მილიონი იმ რიცხვებით მოიგო, რითიც მამამისი 50 წელი თამაშობდა

CNN

ავსტრალიელმა კაცმა ლატარიაში 1 მილიონი დოლარი იმ ექვსი რიცხვით მოიგო, რომლითაც მამამისი 50 წლის განმავლობაში უცვლელად თამაშობდა.

20, 31, 10, 22, 37, 12 - ეს იყო რიცხვები, რომელმაც კაცს გამარჯვება მოუტანა.

"ისინი მამაჩემის რიცხვებია. ზოგიერთი ოჯახის წევრების დაბადების თარიღებიდან არის აღებული. ჩემი ოჯახი ამ ციფრებს უკვე 50 წელია თამაშობს." - თქვა კაცმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.

მისივე თქმით, ის გამარჯვებულებს არასდროს ამოწმებდა, ამიტომ მადლიერია, რომ ლატარიის კომპანიიდან დაურეკეს.

"თავიდან ვიფიქრე, რომ ხუმრობა იყო. ამას უბრალოდ ვერ ვიჯერებდი," - თქვა მან.

კომენტარები