ალა პუგაჩოვა

პუგაჩოვა: ზუსტად თქვენ გიწოდეთ ყმები და მონები, ვინც სიცრუით ცდილობთ ხალხს დამაშოროთ

ალა პუგაჩოვა
RNN

ნოემბრის დასაწყისში ალა პუგაჩოვა რუსეთში რამდენიმე დღით დაბრუნდა. მომღერლის ვიზიტის შესახებ რუსულ მედიაში არაერთი ამბავი დაიწერა. არაკეთილმოსურნეები ამბობდნენ, რომ რუსული ესტრადის ვარსკვლავი "როგორც იქნა" მაქსიმ გალკინს დაშორდა და "საბოლოოდ" დაბრუნდა. მომღერლის ჩამოსვლაზე გააკეთა კომენტარი ასევე პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა: "ნებისმიერი კეთილსინდისიერი, კანონმორჩილი მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში თავისუფლად დაბრუნდება". პუგაჩოვამ რუსეთი რამდენიმე დღეში დატოვა და ლატვიაში ქმართან, მაქსიმ გალკინთან ჩავიდა. 

პუგაჩოვამ სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა და თავის არაკეთილმოსურნეებს მიმართა:

"სასაცილო და სევდიანია შეუმდგარი, შურიანი და ჭორიკანა ხროვის ყურება.

ძალიან სასაცილონი ხართ. რომ იცოდეთ, ზუსტად თქვენ გიწოდეთ მონები და ყმები, ამ შემთხვევაში ხალხი არაფერ შუაშია, ხალხი სიტუაციის მსხვერპლია. მიყვარს და მეცოდება, თქვენ კი თქვენი ჩემდამი უზრდელური გამონათქვამებით, აბსურდული, გამოგონილი ისტორიებითა და თავხედი ტყუილით ცდილობთ ადამიანებს დამაშოროთ, ვისთვისაც მე ვცხოვრობდი და ვმღეროდი, მსხვერპლად ვწირავდი ჯანმრთელობასა და პირად ცხოვრებას.

როგორც არ უნდა ეცადოთ, ეს არ გამოგივათ. ასე რომ, ნუ ხარჯავთ ძალებსა და ფულს ფუჭად ჩემი ან ჩემი ცხოვრებისა და შემოქმედების გასანადგურებლად. ჩემი მრავალმილიონიანი თაყვანისმცემლების არმია არ მიღალატებს! [...]

ჩემს ფულს ითვლით? [...] ფულში არ არის ბედნიერება. მთავარი ბედნიერება თავისუფლებაა, რომელსაც მე ჩემში ვინახავ, ამით ვცხოვრობ და იმედი მაქვს მოვესწრები და ვნახავ ნათელის ბნელზე, სიკეთის ბოროტებაზე და სიმართლის სიცრუეზე გამარჯვებას".

2022 წლის ოქტომბერში, როდესაც გალკინი "უცხოური გავლენის აგენტად" გამოაცხადეს პუგაჩოვამ თქვა: "რა ბედნიერებაა იმის ხილვა, რომ იმ ადამიანებს ვძულვარ, რომლებიც არასდროს მომწონდნენ. ყმები იყავით, მონები გახდით".

კომენტარები