ალა პუგაჩოვა

რუსული მედია: ალა პუგაჩოვა რუსეთში დაბრუნდა, მომღერალი და მაქსიმ გალკინი შორდებიან

ალა პუგაჩოვა და მაქსიმ გალკინი
Ria.ru

მომღერალი ალა პუგაჩოვა რუსეთში ისრაელიდან დაბრუნდა. რუსი პოპ დივა სამშობლოში ქმრის, მაქსიმ გალკინის გარეშე ჩამოვიდა.

შოუმენ სტას ბარეცკის თქმით გალკინი და პუგაჩოვა შორდებიან. ახლო წარსულში ბარეცკი პუგაჩოვას რუსეთში მდებარე სასახლის შეძენას გეგმავდა, შოუმენმა მომღერალს თანხის ნაწილიც გადაუხადა.

"ხომ იცით, ჩამოვიდა. ჩემთან დარჩენა მთხოვა. საბოლოოდ დაბრუნებას აპირებს. მოკლედ ასეთი ისტორიაა, თანხის ნაწილი დამიბრუნა, მეც უარი ვერ ვუთხარი, გვთხოვა, რომ სასახლის გაყიდვის გარიგება შეგვეჩერებინა, იმიტომ რომ რუსეთში დაბრუნება სურს, თანაც დიადი ქალია, შესაბამისად უარი არ ვუთხარი. სურს სოფელში, თავის სასახლეში იცხოვროს. მასთან პირადი ურთიერთობაც მაქვს, იმას ვგულისხმობ, ველოდები როდის განქორწინდება მაქსიმთან. კი, ისინი განქორწინების პირას არიან. პუგაჩოვა დაბრუნდა, მაქსიმს რუსეთში დაბრუნება ახლა გაუჭირდება". – ამბობს ბარეცკი გამოცემა Potok-თან სატელეფონო საუბარში

ბარსკიმ კიდევ რუსულ ერთ მედიასთან საუბარში თქვა, რომ პუგაჩოვასთან ახლო ურთიერთობა აკავშირებს, რომ პუგაჩოვას ნორმალური კაცი სჭირდება და არა იუმორისტი. 

პოპულარული მომღერლის რუსეთში დაბრუნებას ასევე გამოეხმაურა ვალდიმირ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი:

"ნებისმიერი კეთილსინდისიერი, კანონმორჩილი მოქალაქე რუსეთის ფედერაციაში თავისუფლად დაბრუნდება და ასევე თავისუფლად დატოვებს ქვეყანას, იქნება ეს მოგზაურობა, თუ სხვაგან დროებით ცხოვრების სურვილი".

კომენტარები