ალა პუგაჩოვა

ალა პუგაჩოვამ რუსეთი ისევ დატოვა, მომღერალი მაქსიმ გალკინთან ერთად ლატვიაშია

მაქსიმ გალკინის მიერ Instagram-ში გამოქვეყნებული ფოტო ლატვიიდან
Instagram

ალა პუგაჩოვამ რუსეთი ისევ დატოვა და ამჟამად ლატვიის ქალაქ სიგულდაში ქმართან, კომიკოს მაქსიმ გალკინთან ერთად იმყოფება. 

ინფორმაციას თავად გალკინი სოციალურ ქსელში ავრცელებს:

"სიგულდაში მზიანი კვირა დღეა". – წერს კომიკოსი.

ცოტა ხნით ადრე რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პუგაჩოვა და გალკინი განქორწინების პირას არიან და მომღერალი რუსეთში საბოლოოდ დაბრუნდა.

კომენტარები