რუსეთი-ყაზახეთი

პუტინს შეხვედრაზე თოყაევის მამის სახელი შეეშალა – [VIDEO]

ვლადიმირ პუტინი ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება. რუსეთის პრეზიდენტს თავისი ყაზახი კოლეგის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის მამის სახელი შეხვედრისას ორჯერ შეეშალა. 

თოყაევის მამის სახელია ქემელი, ხოლო პუტინმა მიმართვისას "ქელემი" წარმოთქვა. 

საპასუხოდ თოყაევმა პრესკონფერნციაზე ყაზახურად დაიწყო ლაპარაკი, პუტინის და მის დელეგაციას ყურსასმენების გაკეთება მოუწიათ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პუტინს ყაზახეთის პირველი პირის სახელი ეშლება. 2022 წელს, ეკონომიკურ ფორუმზე პუტინმა სახელის ნაცვლად გაურკვეველი სიტყვათშეთანხმება წარმოთქვა, რომელიც მიახლოებით როგორც ქემეჟამ იშემილევიჩი ჟღერს. 

კომენტარები