რუსეთი-ყაზახეთი

9 ნოემბერს ვლადიმირ პუტინი ყაზახეთში ჩავა

ვლადიმირ პუტინი და ყასიმ-ჟომართ თოყაევი
Sputnik

9 ნოემბერს ვლადიმირ პუტინი ყაზახეთს ესტუმრება და პრეზიდენტ ყასიმ-ჟომართ თოყაევს შეხვდება. ინფორმაციას როგორც რუსული ისე, ისე ყაზახური მედიები ადასტურებენ.

თოყაევის ადმინისტრაციის განმარტებით ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის ლიდერები "ყაზახურ-რუსული სტრატეგიული პარტნიორობის აქტუალურ საკითხებს განიხილავენ".

პუტინი თოყაევს ბოლოს 7 ოქტომბერს, თავის დაბადების დღეზე, მოსკოვთან ახლოს, ნოვო-ოგორევოს აგარაკზე შეხვდა.

ცოტა ხნით ადრე ყაზახეთს ეწვია საფრანგეთის პირველი პირი ემანუელ მაკრონი, მის ვიზიტს თოყაევმა "ისტორიული" უწოდა. 

კომენტარები