რუსეთი-ყაზახეთი

ვლადიმირ პუტინი ყაზახეთში ჩავიდა

ვლადიმირ პუტინი და ყასიმ-ჟომართ თოყაევი, ასტანის აეროპორტი, 2023 წლის 8 ნოემბერი
Orda.kz

რუსეთის პრეზიდენტი ყაზახეთში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა. ვლადიმირ პუტინს აეროპორტში ყაზახეთის პირველი პირი ყასიმ-ჟომართ თოყაევი დახვდა.

კრემლის განცხადებით ქვეყნის ლიდერები შეხვედრაზე ორმხრივ თანამშრომლობასა და საერთაშორისო აქტუალურ პრობლემებზე ისაუბრებენ. დაგეგმილი სამთავრობო შეხვედრები ვიწრო და გაფართოებული შემადგენლობებით. 

ყაზახეთში პარალელურად რუსეთისა და ყაზახეთის რეგიონალური თანამშრომლობის XIX ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის თემაა სოფლის მეურნეობა – ძლიერი ეკონომიკის საფუძველი. პუტინი და თოყაევი ფორუმში ვიდეოჩართვით მიიღებენ მონაწილეობას.

ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე პუტინმა ყაზახურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ყაზახეთისთვის ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმა შეიმუშაოს.

პუტინი და თოყაევი წელს მეხუთედ ხვდებიან. პრეზიდენტებს ასევე ხშირად ტელეფონითაც აქვთ კომუნიკაცია.

ნოემბრის დასაწყისში ყაზახეთს ემანუელ მაკრონი ეწვია. საფრანგეთს პირველი პირის ვიზიტს თოყაევმა "ისტორიული" უწოდა.

კომენტარები