რუსეთი-ყაზახეთი

ყაზახეთი რუსეთში ძებნილი აქტივისტის ექსტრადიციას აპირებს

ნატალია ნარსკაია
Arbat.media

ყაზახეთში დაკავებულ რუს აქტივისტს ნატალია ნარსკაიას ექსტრადიციას უპირებენ. ნარსკაია რუსეთში "ექსტრემიზმისკენ მოწოდებისთვის" იძებნება.

ნარსკაია მოსკოველი ვოკალის მასწავლებელია, რომელიც საცხოვრებლად ყაზახეთში 2022 წელს გადავიდა. იმავე წლის ნოემბერში ნარსკაიამ ერთ-ერთ გადაცემაში მხარი უკრაინას დაუჭირა და განაცხადა, რომ "მიუხედავად იმისა, რომ რუსია, თავს რუსოფობად მიიჩნევს". ინტერვიუს შემდეგ აქტივისტის წინააღმდეგ რუსეთში საქმე აღიძრა. ორი თვის წინ ნარსკაია ალმატის პოლიციამ დააკავა და 12-თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. იქიდან გამომდინარე, რომ ვოკალის მასწავლებელს ყაზახური კანონმდებლობა არ დაურღვევია, დაკავების მიზეზი მისი რუსეთში შემდგომი ექსტრადიციაა.

მიმდინარე წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ნარსკაიას ფსიქიკური მდგომარეობა გაუარესდა, მკურნალობის ნაცვლად აქტივისტი კარცერში გადაიყვანეს. კარცერში გადაყვანას ადასტურებს ორი ქალი აქტივისტი, რომლებიც ნარსკაიას კამერაში იხდიან სასჯელს.

ომის დაწყებიდან დღემდე ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ყაზახეთში რუსეთში ძებნილებს აკავებენ და ექსტრადიციას უკეთებენ. 2022 წლის ბოლოს ყაზახეთმა მობილიზაციას გამოქცეული რუსი მაიორი მიხაილ ჟილინი არ შეიფარა, რუსეთში სამხედრო 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 2022 წელს ასტანაში დააკავეს ბურიატი ჟურნალისტი ევგენია ბალტატაროვა დააკავეს, რომელიც "რუსული არმიის დისკრედიტაციის" საქმეზე იძებნებოდა. 2023 წლის თებერვალში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს ანარქისტი დენი კოზაკი, ისიც წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება.

კომენტარები