ადამ კადიროვი

კადიროვის შვილს INSTAGRAM-ის ანგარიში დაუბლოკეს

რამზან კადიროვის უმცროს შვილს ადამ კადიროვს Instagram-ის პირადი გვერდი დაებლოკა. 

დაბლოკვის შემდეგ ჩეჩნეთის ლიდერის შვილმა ახალი ანგარიში შექმნა და Instagram-ის ადმინისტრაციისგან მოსული დაბლოკვის წერილი ე.წ. სთორიში გამოაქვეყნა.

შეტყობინება დაბლოკვის შესახებ

ახალი ანგარიშით 15 წლის კადიროვმა ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ორი ავტომატით არის შეიარაღებული. "ერთი ნაბიჯით წინ". – წერია ფოტოს აღწერაში.

25 სექტემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს.

ვიდეოს ჩეჩნეთის რესპუბლიკაშიც და მთლიანად რუსეთში არაერთი ნეგატიური გამოხმაურება მოყვა. ვიდეოს დადებიდან ცოტა ხანში ადამ კადიროვმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა.

"შეგიძლია გძულდე, მაგრამ შეხვედრისას აუცილებლად გამიღიმებ". – წერდა უკვე დაბლოკილი ანგარიშით ადამ კადიროვი.

კომენტარები