აშშ-ის სანქციები

კობახიძე: მდიდარი NGO-ების განცხადება ელჩის დადებითი ძალისხმევის საწინააღმდეგო ნაბიჯია

ორიოდე კვირის წინ საქართველოში ჩამობრძანდა აშშ-ს ახალი ელჩი, ქალბატონი რობინ დანიგანი, რომელთანაც ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა უკვე გამართეს სავსებ პროდუქციული შეხვედრები... ამ ვითარებაში მდიდარი NGO-ების განცხადება არის ელჩის დადებითი ძალისხმევის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯი, რომლის აშკარა მიზანი ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში არასასურველი გაუგებრობების შენარჩუნებაა...

მდიდარი NGO-ები ცდილობენ ამერიკის ახალ ელჩს ურთიერთობების გადატვირთვის საშუალება არ მისცენ და პირიქით, ეს ურთიერთობები რამენაირად დამატებით დააზიანონ. იმედი გვაქვს, რობინ დანიგანსაც ექნება აქტიური რეაგირება ყველა იმ ქმედებაზე, რომელიც ორ სახელმწიფოს შორის ეურთიერთობების გაღრმავების წინააღმდეგ არის მიმართული.

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე 53 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

კომენტარები