აშშ-ის სანქციები

კობახიძე NGO-ების განცხადებაზე: სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგო ქმედებაა

ნიშანდობლივია, რომ მდიდარი NGO-ები ზემოაღნიშნულ განცხადებას ავრცელებენ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის შესახებ ევროკომისიის განცხადების მოლოდინშია. ევროკომისიის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ერთი კვირით ადრე  ხელისუფლებაზე თავდასხმა სხვა არაფერია, თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისადმი მიმართული მორიგი უხეში ქმედება. ყველაფრიდან ჩანს, რომ მდიდარი NGO-ები არც საქართველოს, არც ამერიკის და არც ევროპის ინტერესებს არ ემსახურებიან. სინამდვილეში ისინი ემსახურებიან გლობალურ ომის პარტიას, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს უკრაინიზაციაა. აღნიშნულ ძალას და მის სამსახურში მყოფ NGO-ებს არ სურთ ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავება.

ამბობს ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე NGO-ების მიერ გაკეთებულ ერთობლივ განცხადებასთან დაკავშირებით.

კომენტარები