აშშ-ის სანქციები

აშშ-მ მსოფლიოში ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელი რუსული კომპანია დაასანქცირა

REUTERS/Dado Ruvic

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, ხუთ რუსულ კომპანიას საექსპორტო შეზღუდვები დაუწესოს.

აღსანიშნავია, რომ სანქცირებულ რუსულ კომპანიებს შორის არის VSMPO-Avisma, რომელიც ტიტანის უმსხვილესი მწარმოებელია მსოფლიოში. 

აშშ-ს მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს თქმით, სანქცირებული კომპანიები ეწინააღმდეგებიან აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოებას და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს.

კომპანია ახორციელებს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს - გადამუშავებიდან მზა პროდუქციის წარმოებამდე. ის ასევე აწარმოებს პროდუქტებს რუსეთის სამხედრო ინდუსტრიისთვის და წარმოადგენს აშშ-ს თავდაცვის ტექნოლოგიების გადატანისთვის კრიტიკულ რისკს. დანარჩენი კომპანიები რუსეთის გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ინტერესებიდან გამომდინარე აწოდებენ უპილოტო საფრენი აპარატების კომპონენტებს. 

ამავდროულად, აშშ-მ მიიღო გადაწყვეტილება ექსპორტზე შეზღუდვების დაწესების შესახებ 23 კომპანიაზე სხვა ქვეყნებიდან - გერმანიიდან, ჩინეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან, ომანიდან, პაკისტანიდან და ფინეთიდან.

 

კომენტარები