უკრაინის ახალი თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი 19 სექტემბერს გერმანიაში, რამშტეინის ბაზაზე პენტაგონის შეხვედრას დაესწრება. უმეროვი რამშტეინის ბაზაზე აშშ-ს თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს შეხვდება.
რამშტეინის ბაზაზე 19 სექტემბერს აშშ-ს მიერ ორგანიზებული უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის მე-15 შეხვედრა გაიმართება.
შეხვედრის დასაწყისში ლოიდ ოსტინმა რუსტემ უმეროვს უკრაინის თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა.
"ჩვენ პროდუქტიული სატელეფონო საუბარი გვქონდა და ჩვენ დღეს გვექნება შესაძლებლობა, რომ ერთმანეთს პირისპირ შევხვდეთ. რუსტემ, მე მოუთმენლად ველი შენთან და შენს გუნდთან ერთად მუშაობას" - თქვა აშშ-ს თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა.
პენტაგონის უფროსმა ასევე მადლობა გადაუხადა უკრაინის ყოფილ თავდაცვის მინისტრს, ოლეკსი რეზნიკოვს მისი შრომისა და თავდადებისთვის და "ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა თავისუფალი უკრაინისთვის დაცულ მსოფლიოში".





