აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებები ირანში

აშშ-მ ირანის მიერ ჩამოგდებული ვერტმფრენის პილოტების გადასარჩენად საზღვაო დრონი გამოიყენა

Saronic Technologies Corsair

როგორც Washington Post-ი და სხვა მედიები წერენ, აშშ-მ ჰორმუზის სრუტესთან ჩამოგდებული ვერტმფრენის პილოტების გადასარჩენად საზღვაო დრონი გამოიყენა.

Washington Post-ის ჟურნალისტმა, დენ ლემოთმა გადარჩენის მისიის დამატებითი დეტალები საკუთარ X-ზე დაწერა. მისი თქმით, აშშ-ს ძალებმა Saronic Technologies მიერ შემუშავებული მცირე ზომის საზღვაო დრონი, Navy Corsair-ი გამოიყენეს. პილოტები უპილოტო კატერმა აიყვანა, შემდეგ კი დანადგარმა ისინი მიიყვანეს წერტილამდე, სადაც ვერტმფრენზე ასვლას შეძლებდნენ. ეს დანადგარი ბრძოლის ველზე აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ პირველად მარტში გამოიყვანა.

მსგავსი სამაშველო ოპერაცია არის პირველი შემთხვევა, როცა დანადგარი ამ მიზნით გამოიყენეს.

9 ივნისს გავრცელდა ცნობა, რომ ჰორმუზის სრუტესთან აშშ-ს საბრძოლო ვერტმფრენი აპაჩი ჩამოვარდა. აშშ-ს პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ის ირანმა ჩამოაგდო და თქვა, რომ "იძულებულები" იქნებიან საპასუხო მოქმედებისთვის. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მიანიშნებს, რომ ვერტმფრენი შემთხვევით ჩამოაგდეს.

კომენტარები