პატრიოტთა ალაინსი

თარხან-მოურავი: საქართველო ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა

საქართველოც ამერიკული ქვეყანაა, გავიგოთ ეს ჩვენ, რომ რუსეთი დამარცხდა, ანუ ამერიკა ამარცხებს მას. დაამარცხა ვენესუელაში, ლიბიაში, სირიაში, ირანში, სომხეთში, საქართველოში, აზერბაიჯანში და გამოჩნდა კვლავ, რომ ამერიკა არის ყველაზე ძლიერი სახელმწიფო მსოფლიოში. ეკონომიკის ერთი მესამედი მსოფლიოსი ამერიკაა, ამერიკას და ევროპას ეკონომიკის 56% მაინც ეკუთვნის მთელი მსოფლიოსი და ამერიკას მარტო ძალუძს, აი, ამდენი რამ გააკეთოს.

ეს უნდა დავინახოთ ჩვენ და რატომაა მნიშვნელოვანი ეს ანალიზი - ჩვენი მომავალი - რომ გონივრულობა უნდა გამოვიჩინოთ და ამის გათვალისიწნებით უნდა ავაგოთ ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან, ჩვენი ურთიერთობა ამერიკასთან, ევროპასთან, თურქეთთან, ირანთან თუ ჩინეთთან, რომ ჩვენ არ დავმარცხდეთ. რომ ჩვენი ინტერესი დავიცვათ ყველგან. ამიტომ, აი, ასეთი ლანძღვა-გინება, ჭიდაობა და ფურთხება ამერიკის, არაფერს არ იძლევა, ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს ჩვენ. ეს უნდა გავაანალიზოთ.

განაცხადა პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, დავით თარხან-მოურავმა TV ობიეექტივის ეთერში.

კომენტარები