700 მილიონამდე დოლარის გათეთრების საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პროცესი 11 ივნისს გაიმართა და განაჩენი მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ მიიღო. როგორც მედიასთან კოტორაშვილის ადვოკატი, ედიშერ ქარჩავა ამბობს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი არ ეთანხმება განაჩენს და "საქმეს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში" გაასაჩივრებენ.
ცნობისთვის, 16 სექტემბერს, კახა კოტორაშვილი პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავა. უწყების განცხადებით, "ბრალდებულმა და დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებმა, 2022-2024 წლებში მოახდინეს დაახლოებით 624 მილიონი აშშ დოლარის და 35 მილიონი ევროს ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია."
17 სექტემბერს, 60 მილიარდამდე რუსული რუბლის აზერბაიჯანიდან შემოტანის საქმეზე დაკავებულ კახა კოტორაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.




