გარემოს სააგენტოს ცნობით, 13-15 ივნისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხალმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა.
თბილისში ღამის საათებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია პროგნოზირებული, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსია ნავარაუდევი.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 ივნისს თბილ და უნალექო ამინდს ვარაუდობენ, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 13 ივნისს თბილი და უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ხოლო 14-15 ივნისს გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსამდე ავა.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ზოგან ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22 გრადუსი იქნება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს პროგნოზირებენ, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსამდე ავა.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმასა და ელჭექს ვარაუდობენ, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +27, +29 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურას დღისით +25, +27 გრადუსს ვარაუდობენ.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება.




