დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

ტაივანის სრუტეში ჩინეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო

ტაივანის საჰაერო ძალების F-16 (დაბლა) და ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის საჰაერო ძალების H-6 (მაღლა) ტაივანთან. 2020 წლის 10 თებერვალი.
ჩინეთის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო / AP

ვილნიუსში NATO-ს სამიტის პარალელურად ტაივანის საზღვართან ჩინეთმა მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. NATO-ს სამიტზე ალიანსის წარმომადგენლებმა ჩინეთი დაპირისპირებულ და ამბიციურ ძალად მოიხსენიეს. 

ტაივანის თავდაცვის მინისტრის თქმით, კუნძულის მიმართულებით განლაგდა ჩინური საბრძოლო საზღვაო ხომალდები, მოიერიშე თვითმფრინავები და ბომბდამშენები. 

11 ივლისის ტაივანის დაზვერვის სამსახურმა 34 ჩინური სამხედრო თვითმფრინავი შენიშნეს, მათ შორის H-6 ტიპის ბომბდამშენები. 

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 23-მა საბრძოლო თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტე, რომელიც უსაფრთხოების ბუფერული ზონაა ტაივანისთვის.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა.

კომენტარები