პარაპლანით ფრენა

საქართველოში პარაპლანით ფრენა, შესაძლოა, გუდაურის გარდა კიდევ 11 ლოკაციაზე დაუშვან

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, საქართველოში პარაპლანით ფრენები შეიძლება გუდაურის გარდა, სხვა 11 ლოკაციაზე დაუშვან. სააგენტოს განცხადებაში წერია, რომ კახეთის, ბახმაროს, მესტიის, გოდერძის და სხვა ტერიტორიების შესწავლა მიმდინარეობს. 

საქართველოს მთავრობამ პროექტი, რომელიც პარაპლანით ფრენის რეგულირების წესებს შეეხება, მაისში დაამტკიცა

პროექტი განსაზღვრავს პროცესში ჩართულ პირთა უფლება-მოვალეობებს, საფრენი ლოკაციის ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის წესს, ოპერატორის სერტიფიცირების საკითხს, მოთხოვნებს მფრინავის მიმართ, მფრინავთა კატეგორიებს/ქვეკატეგორიებს, მათი მინიჭების/აღიარების და გამოცდის ჩატარების წესს, პარაპლანისა და მისი ელემენტების ვარგისიანობის დადგენის მოთხოვნას და შესაბამის პროცედურას, ფედერაციის კომპეტენციასა და უფლება-მოვალეობებს, ზედამხედველობას ფედერაციის საქმიანობაზე, წესით გათვალისწინებული შესაბამისი საქმიანობის განსახორციელებლად დაწესებული საფასურების ოდენობას და სხვა. 

2022 წლის ივლისში გუდაურში პარაპლანის ჩამოვარდნის შედეგად 2 ტურისტი დაიღუპა. ასევე, ჩამოვარდა ერთ-ერთი მათგანის გადასარჩენად წასული შსს-ს ვერტმფრენი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა. 30 ივნისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. 

უბედური შემთხვევის შემდეგ პარაპლანით ფრენები შეჩერდა - შს მინისტრმა თქვა, რომ საჭირო იყო ლიცენზიის მხოლოდ პროფესიონალებზე გაცემა. 

კომენტარები