ტრაგედია გუდაურში

გომელაური: საინტერესოა, პარაპლანზე ლიცენზია როგორ გაიცემა, ყველანაირი ფრენა შეჩერდება

პარაპლანით ფრენები დიდი პრობლემაა ნამდვილად. არაერთხელ მოხდა, თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება, ვერტმფრენის ჩართვა. რა თქმა უნდა, არის გარდაცვალების ფაქტებიც. ალბათ, უნდა ვიმუშაოთ ამაზე, რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს. არის ძალიან რთული, არ ვიცი, აქ რატომ ხდება ასე ხშირად ჩამოვარდნა პარაპლანების - ქარია, ხეობებია, ან არიან არაპროფესიონალები, ლიცენზიაც როგორ გაიცემა, საინტერესოა. ამასაც ჩავყვებით აუცილებლად. მანამდე, სანამ ეს დამთავრდება, ჩემი აზრით, უნდა გაჩერდეს ყველანაირი პარაპლანით ფრენა და შესწავლის შემდეგ გაიცეს ლიცენზია ადამიანებზე, ვინც პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში, სანამ პასუხი არ გვეცოდინება, შეჩერდება.

ამბობს შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური. დღეს, 29 ივლისს გუდაურში ჩამოვარდნილი სამაშველო ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. მაშველები მიდიოდნენ მოქალაქეების გადასარჩენად, რომლებიც პარაპლანით ფრენისას კლდეს შეეჯახნენ და დაშავდნენ. მათ შორის ერთ-ერთი, უცხოელი ტურისტი მოგვიანებით დაიღუპა. 

კომენტარები