ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. პოლიციის ამოცანაა, რომ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს და მე რამდენადაც ვიცი, არავინ დაზარალებულა და დაზიანებულა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა [...] რა ინფორმაციაც მე მაქვს, პოლიციამ როგორც ფესტივალის მონაწილეების, ასევე, ჟურნალისტების უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველყო. როდესაც აგრესიის გამოვლენა და ღონისძიების ხელის შეშლა ხდება, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ამასაც ზღვარი აქვს [...] მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს [...] მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ და ამ მხრივ, პოლიციამ საკუთარ ამოცანებს თავი კარგად გაართვა.
Tbilisi Pride
პაპუაშვილი Pride ფესტივალის ჩაშლაზე: არავინ დაზიანებულა, პოლიციამ ამოცანას თავი კარგად გაართვა
tbl.ge/6fot
დაკოპირდა
თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Pride ფესტივალის ჩაშლაზე. ქოც-ორკებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე Tbilisi Pride ფესტივალისთვის გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.
Tbilisi Pride-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.
ამავე თემაზე
- კობახიძე დეგნანზე: ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით შეკვეთების მიცემა ელჩის საქმე არაა
- კალაძე Pride-ზე: თუ რამე არსებობს, ყველა უნდა დაისაჯოს, ასევე, არ უნდა ახალისებდეს მე-2 მხარე
- დეგნანი PRIDE-ზე: თავს ყველა უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ
- ბოკერია Pride ფესტივალის ჩაშლაზე: ეს ხალხი ივანიშვილის რეჟიმის ნაწილი და მათი ინსტრუმენტია
- ეს იყო ხელისუფლების მიერ პუტინისტებთან ერთად ორგანიზებული თავდასხმა დემოკრატიაზე – Tbilisi Pride