მოხდა ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია, არავინ დაშავებულა – Tbilisi Pride

Tbilisi Pride-ის თანადირექტორისმარიამ კვარაცხელიას თქმით, Tbilisi Pride-ის ფესტივალის ტერიტორიიდან ევაკუაცია მოხდა. 

განცხადება გაავრცელა Tbilisi Pride-მაც, სადაც ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს.

დღეს, 8 ივლისს დილიდან ქოც-ორკებმა პრაიდფესტივალის გასაპროტესტებლად შეკრება დაიწყეს და ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი პოლიციამ დააკავა. იქ მყოფი მედიის ცნობით, ევაკუაციამდე ტერიტორიაზე დამატებით გამოჩნდა პოლიცია ხელკეთებითა და ფარებით.  

8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023-ი იყო დაგეგმილი. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი თანასწორობისთვის, ხილვადობისთვის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის ბრძოლის ნაწილი უნდა ყოფილიყო. 

კომენტარები