Tbilisi Pride

კობახიძე დეგნანზე: ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით შეკვეთების მიცემა ელჩის საქმე არაა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ძალადობა თავიდან არიდებული ყოფილიყო. შსს-ს დამსახურებაა ის, რომ არცერთი ადამიანი ფიზიკურად არ დაზიანებულა, იმის მიუხედავად, რომ რისკები არსებობდა. აქედან გამომდინარე, შსს-სა და მინისტრს მადლობა ეკუთვნით. მე არ მგონია, რომ ის შეფასება სწორი იყოს, რაც, ამ შემთხვევაში, კონკრეტული დიპლომატის მხრიდან გაკეთდა. თვითონ სასჯელს რაც შეეხება - ვინმესთვის ვინმეს დაჭერასთან დაკავშირებით შეკვეთების მიცემა ელჩის საქმე არ არის, დიპლომატი ამაზე არ უნდა საუბრობდეს [...] ღმერთს მადლობა, ჩვენ დამოუკიდებელი სამართალდამცველი ორგანოები გვაქვს და ამ თემებთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ისინი იღებენ. 

ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრორუსული ძალების მიერ TBILISI PRIDE ფესტივალის დარბევასთან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა. დეგნანის თქმით, თბილისში ყველა თავს უფრო დაცულად იგრძნობს, როცა ვიდეოზე მყოფ ადამიანებს დააპატიმრებენ და დასჯიან.

დეგნანმა ასევე თქვა, რომ დაუმორჩილებელ ბრბოს პოლიციამ მათი პერიმეტრის გარღვევის, ფესტივალის ტერიტორიაზე შესვლის, ვანდალიზმის, გაძარცვისა და ქონების განადგურების უფლება მისცა.

კომენტარები