Tbilisi Pride

კალაძე Pride-ზე: თუ რამე არსებობს, ყველა უნდა დაისაჯოს, ასევე, არ უნდა ახალისებდეს მე-2 მხარე

თუ რაიმე კონკრეტული არსებობს, რა თქმა უნდა, ყველა უნდა დაისაჯოს, ყველამ უნდა აგოს პასუხი. ასევე, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ძალადობაზე, არ უნდა ხდებოდეს მეორე მხრიდან ძალადობის წახალისება. მე მხედველობაში მაქვს ის აქციები, როდესაც ხდებოდა პოლიციელების მისამართით მოლოტოვის კოქტეილის სროლა, დაწვის მცდელობა. ძალიან მძიმე იყო ფაქტები, როდესაც ვხედავდით ქალაქის განადგურებას კონკრეტული ავტომობილების დაწვას და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი, ფიზიკურიც და ფსიქოლოგიურიც, რასაც ძალიან ხშირად ვაწყდებით თუნდაც სოციალურ ქსელში კონკრეტული ტელევიზიების საშუალებით, სადაც მიმდინარეობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების დაბულინგება.

თქვა ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ. კალაძემ პრაიდის ფესტივალის ძალადობრივად დარბევისა და საქართველოში აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის სიტყვების შესახებ კითხვას უპასუხა. დეგნანმა პრაიდ კვირეულში ძალადობრივ აქტივობებს "კოორდინირებული" უწოდა, ხოლო აქციის მონაწილეები "ექსტრემისტებად" მოიხსენია.

კომენტარები