იენს სტოლტენბერგი

სტოლტენბერგმა დაადასტურა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე კიდევ 1 წლით დარჩება

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი
Stian Lysberg Solum/AFP/Getty Images

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი თანამდებობას 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაცია სტოლტენბერგმა Twitter-ზე გაავრცელა.

"პატივია NATO-ს მოკავშირეების გადაწყვეტილება, გავაგრძელო ჩემი ვადა გენერალური მდივნის თანამდებობაზე 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე. ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკას შორის ტრანსატლანტიკური კავშირი უზრუნველყოფს ჩვენს თავისუფლებას და უსაფრთხოებას თითქმის 75 წლის განმავლობაში და უფრო საშიშ სამყაროში ჩვენი ალიანსი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე". – წერს იენს სტოლტენბერგი.

კომენტარები