NATO-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა უკრაინის ალიანსში შესვლის პერსპექტივებზე ილაპარაკა.
სტოლტენბერგის აზრით, უკრაინას NATO-ში გაწევრიანებას ოკუპირებული ტერიტორიების არსებობა ხელს არ შეუშლის.
მაგალითისთვის NATO-ს ყოფილ მდივანს იაპონია მოჰყავს, რომელიც ალიანსის წევრია, თუმცა აქვს რუსეთის მიერ ოკუპირებული კურილის კუნძულები.
სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ომის დაწყებამდე უკრაინის NATO-ში მიღების საკითხი განიხილებოდა, თუმცა მოკავშირეთა დიდი ნაწილი წინააღმდეგი იყო.
"ვამაყობ იმით რაც აქამდე გავაკეთეთ უკრაინისთვის, მაგრამ დიდი უპირატესობა იქნებოდა თუ საქმის კეთებას უფრო ადრე დავიწყებდით. არ გამოვრიცხავ ამას შესაძლოა რუსეთი შეეჩერებინა". – ამბობს სტოლტენბერგი.
იენს სტოლტენბერგი NATO-ს გენერალური მდივნის თანამდებობაზე მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს მარკ რუტემ ჩაანაცვლა.