იენს სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი: სწორი გეზი გვაქვს აღებული, თუმცა სახიფათო გარემოში უფრო სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ

REUTERS/Stoyan Nenov

სამხედრო კომიტეტის სხდომაზე NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა სამომავლო გეგმებსა და საფრთხისთვის აუცილებელ მზადყოფნაზე ისაუბრა

"ჩვენ ერთობლივად კიდევ უფრო მეტს ვივარჯიშებთ, მზადყოფნისთვის მეტ რესურსს ჩავდებთ და გავაძლიერებთ მმართველობისა და კონტროლის სტრუქტურებს, რაზეც დგას ჩვენი ალიანსი. მე მოკავშირეებისგან მოველი, რომ ივლისში, ვილნიუსის სამიტზე ისინი ამ გეგმებს მხარს დაუჭერენ. ამისთვის კი ჩვენ გვჭირდება შესაბამისი რესურსები... ჩვენ სწორი გეზი გვაქვს აღებული, მაგრამ იმდენად სწრაფად არ ვმოქმედებთ, როგორც ამას ჩვენ გარშემო არსებული სახიფათო გარემო მოითხოვს. ყველაფერი ეს პოლიტიკურ გამბედაობასა და ჩვენი სამხედრო კოლეგებისგან არჩეული კურსისადმი მუდმივ ერთგულებას მოითხოვს... თითქმის 75 წელია NATO  ჩვენი უსაფრთხოების გარანტია და თქვენთან ერთად, თქვენი მმართველობის წყალობით იგივე გაგრძელდება მომავალშიც". - აღნიშნა სტოლტენბერგმა. 

NATO-ს გენერალური მდივნის თქმით, ალიანსი კიდევ უფრო საშიში მომავლისთვის უნდა მოემზადოს. სტოლტენბერგმა დასავლური ღირებულებების მიმართ საფრთხის სხვადასხვა ფორმას შორის ევროპაში მიმდინარე ომი, ტერორიზმი, ავტორიტარული რეჟიმები, კიბერ თავდასხმები გამოყო. 

კომენტარები