იენს სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი: იმედი მაქვს, საქართველო შიდა რეფორმებზე ძალისხმევას გააორმაგებს

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს შიდა რეფორმებზე ძალისხმევის გაორმაგებისა და დემოკრატიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე საუბრისას ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ქვეყანას ნატოს მხარდაჭერის იმედი  შეუძლია ჰქონდეს. 

" საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და მოკავშირეები სრულად უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.

შეგიძლიათ  ნატოს მუდმივი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის იმედი გქონდეთ.  თავის მხრივ, მე იმედი მაქვს, რომ საქართველო გააორმაგებს ძალისხმევას შიდა რეფორმებზე და დაიცავს დემოკრატიულ სტანდარტებს. სწორედ ამიტომაც მივესალმე „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტის გაუქმების შესახებ  მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც შეუთავსებელი იყო ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვასთან." -განაცხადა სტოლტენბერგმა. 

 

კომენტარები