იენს სტოლტენბერგი

სტოლტენბერგი: ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ დემოკრატიული ქვეყანა სურს

ქართველმა ხალხმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული ქვეყანა, რომელიც ევროატლანტიკურ ალიანსში იქნება ინტეგრირებული. ნატო განაგრძობს თქვენს პარტნიორობას იმ პროცესში, რომლის დროსაც მიისწრაფვით თქვენი ასპირაციების მიღწევისკენ. 

გასულ კვირას კიევში ვიყავი. ჩემი გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკისთვის იყო ნათელი. ნატო დღეს უკრაინის გვერდით დგას  და იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა.

ჩვენ არ ვიცით, როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ რუსული აგრესია არის ტოქსიკური ხასიათის, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. ეს ძალიან კარგად ესმის საქართველოს და ქართველ ხალხს.

თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამარულ შეხვედრაზე. 

კომენტარები