WSJ-ის ჟურნალისტის დაკავება

რუსეთის მიერ დაკავებული WSJ-ს რეპორტიორის წინასწარი პატიმრობა 3 თვით გახანგრძლივდა

WSJ-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი სასამართლო სხდომაზე

რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, სასამართლომ Wall Street Journal-ის დაკავებული რეპორტიორის, ევან გერშკოვიჩის წინასწარი პატიმრობა სამი თვით, სულ მცირე 30 აგვისტომდე, გაახანგრძლივა. მის წინასწარ პატიმრობას ვადა 29 მაისს გადიოდა. 

სახელმწიფო მედიის ცნობით, მოსკოვის ლეფორტოვოს რაიონულ სასამართლოში, ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებლებმა სასამართლო პროცესის დასრულებამდე გერშკოვიჩის პატიმრობაში დარჩენა მოითხოვა. 

მანამდე, 18 აპრილს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ევან გერშკოვიჩის მოთხოვნა, რომ გათავისუფლებულიყო მაღალი უსაფრთხოების ციხიდან და გადაეყვანათ შინაპატიმრობაში, არ დააკმაყოფილა.

გასულ თვეს, 30 მარტს რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა, ФСБ-მა, The Wall Street Journal-ის რეპორტიორი, ევან გერშკოვიჩი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა

"იმედს არ ვკარგავ" - დაპატიმრებული Wall Street Journal-ის რეპორტიორი მშობლებს წერს

ამერიკელმა ჟურნალისტმა,  Wall Street Journal-ის რეპორტიორმა, ევან გერშკოვიჩმა, რომელიც რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით არის დაპატიმრებული, მშობლებს აშშ-ში 5 აპრილს წერილი მისწერა და თქვა, რომ ის იმედს არ კარგავს.

"მინდა ვთქვა, რომ იმედს არ ვკარგავ, ვკითხულობ,  ვვარჯიშობ და ვცდილობ ვწერო." - წერს  Wall Street Journal-ის რეპორტიორი.

წერილში, რომელიც მშობლიურ, რუსულ ენაზეა დაწერილი, რეპორტიორი ციხის ცხოვრებასა და კვების რაციონზეც წერს.

გერშკოვიჩს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები