მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

თურქმა მაშველებმა ლეკვი აჩუქეს მექსიკელებს, რომელთა ძაღლიც ნანგრევებში მუშაობისას დაიღუპა

მექსიკის სამაშველო სამსახურმა თურქეთისგან ახალი მაძებარი ლეკვი საჩუქრად მიიღო, რადგან მექსიკელი მაშველი ძაღლი თებერვლის მიწისძვრის შედეგად გადარჩენილთა პოვნაში  დახმარებისას დაიღუპა

3 თვის გერმანული ნაგაზი შეუერთდება მექსიკის ცნობილ ძაღლების განყოფილებას, რომელიც სპეციალიზებულია გადარჩენილების პოვნაში მიწისძვრებისა და სხვა სტიქიური უბედურებებისას. 

შავ და კრემისფერ ძაღლს, რომელსაც დიდი ზომის ყურები და თათები აქვს, Arkadas-ი დაარქვეს, რაც თურქულად "მეგობარს" ნიშნავს. 

არკადას გაწვრთნის იგივე ტრენერი, რომელიც პროტეოზე ზრუნავდა - იმ მაშველ ძაღლზე, რომელიც მისიის დროს მოკვდა. 

7.8 მაგნიტუდის მიწისძვრის შემდეგ მექსიკამ თურქეთში მაშველი ძაღლები გააგზავნა. შეგახსენებთ, რომ მიწისძვრა სირიის საზღვართან მოხდა და მას 54 000 ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები