მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

"დედა ცოცხალი აღმოჩნდა" – თურქეთში ნანგრევებში ნაპოვნი 2 თვის ჩვილის ისტორია

2 თვის ბავშვი, რომელსაც თურქეთში მომხდარი მიწისძვრისას სამაშველო ჯგუფები 128 საათის განმავლობაში ეძებდნენ, დნმ-ის ტესტით შემოწმების შემდეგ, დედასთან დაბრუნდა.

ბავშვის გადარჩენის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედა მიწისძვრას შეეწირა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ქალი ცოცხალია. როგორც ირკვევა, იგი ნანგრევებიდან ამოყვანისას სხვა კლინიკაში გადაიყვანეს. 

თურქეთის ოჯახისა და სოციალური საკითხების მინისტრმა, დერია იანიკმა Twitter-ზე ბავშვისა და დედის შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ "სამინისტრო მათ გვერდითაა".

"მონატრების 54 დღე დასრულდა. ვეტინ ბეგდაში, რომელიც ნანგრევებიდან 128 საათის შემდეგ ამოიყვანეს და ჩვენმა ექთნებმა გიზემ ბებეკი დაარქვეს, 54 დღის შემდეგ დედასთან დაბრუნდა. ვეტინი ახლა ჩვენი პატარაცაა. სამინისტრო თქვენ გვერდით დგას". - წერს იანიკი Twitter-ზე. 

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან ახლოს 7.8 მაგნიტუდის მიწისძვრა 6 თებერვალს, ადგილობრივი დროით 04:17-ზე მოხდა, როცა მოსახლეობას ეძინა. მოგვიანებით, 13:30-ზე კიდევ ერთი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. 1939 წლის შემდეგ ეს თურქეთში ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო. მიწისძვრას თურქეთსა და სირიაში 51 000-მდე ადამიანი შეეწირა. მიწისძვრამ ასევე თურქეთში 108 000 ადამიანი დააზიანა.

კომენტარები