მიწისძვრა თურქეთსა და სირიაში

"ამისთვის ბოდიში" – ერდოღანი მიწისძვრების შემდეგ დაგვიანებულ სამაშველო ოპერაციებზე

Yasin AkgulL/AFP via Getty Images

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრაზე დაგვიანებული სამაშველო პასუხის გამო ბოდიში მოიხადა.  

"მიწისძვრების და უამინდობის დამანგრეველი შედეგების, ასევე დაზიანებული ინფრასტრუქტურით გამოწვეული სირთულეების გამო, პირველ დღეებში ვერ ვიმუშავეთ ისე, როგორც გვინდოდა. ამისთვის ბოდიში". - აღნიშნა ერდოღანმა. 

6 თებერვალს თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში ორი ძლიერი მიწისძვრა რამდენიმე საათის დაშორებით მოხდა, რასაც 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ერდოღანს ოპოზიცია მიწისძვრისთვის შენობების მოუმზადებლობის გამო მკაცრად აკრიტიკებს. მთავრობის მიწისძვრაზე რეაგირება შეიძლება იყოს საკვანძო საკითხი მომავალ საყოველთაო არჩევნებში, რომელიც რამდენიმე თვეში უნდა ჩატარდეს.

კომენტარები