რიში სუნაკი

სუნაკმა მონობის გამო ბოდიში არ მოიხადა: ეს არ არის წინსვლის სწორი გზა

Jason Alden/Bloomberg/Getty Images

ლეიბორისტმა დეპუტატმა, ბელ რიბეირო-ადიმ ბრიტანეთის პრემიერმინისტრს, რიში სუნაკს დიდი ბრიტანეთის ისტორიულ მონობასა და კოლონიალიზმში როლის გამო "სრული და აზრიანი ბოდიშის მოხდა" მოსთხოვა, რაზეც სუნაკმა უარი თქვა

"არა, არა. რაზეც ახლა ჩვენი ყურადღება უნდა მივმართოთ არის ის, რომ გვქონდეს საზოგადოება, რომელიც იქნება ინკლუზიური და ტოლერანტული ყველანაირი ადამიანის მიმართ. რა თქმა უნდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია და გავიგოთ მისი ყველა ნაწილი, თუმცა ჩვენი ისტორიის კონკრეტული ადგილების ამოღების მცდელობა არ არის წინსვლის სწორი გზა და არ არის ის, რაზეც ჩვენს ენერგიას მივმართავთ". - თქვა მან. 

რიში სუნაკი ბრიტანეთის პირველი ინდური წარმოშობის და ინდუისტი პრემიერმინისტრია.

კომენტარები