რიში სუნაკი

სუნაკი: უფრო ძლიერი ჩინეთი მსოფლიო წესრიგისთვის სისტემური გამოწვევაა

რიში სუნაკი

"ჩინეთი წარმოადგენს უდიდეს სახელმწიფო საფრთხეს ჩვენი ეკონომიკური ინტერესებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს არის სისტემური გამოწვევა მსოფლიო წესრიგისთვის". - თქვა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა NBC News-თან ინტერვიუში. სუნაკის თქმით, ჩინეთის ბოლო დროინდელი ნაბიჯები შემაშფოთებელია. 

ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი სუნაკს და ავსტრალიის პრემიერმინისტრს, ენტონი ალბანესს სან დიეგოში მასპინძლობს, რათა მხარი დაუჭირონ ახლად შეთანხმებულ ინიციატივებს AUKUS-ის, ანუ აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის სამთა კავშირის უსაფრთხოების პაქტს, რომლის მიზანი ინდოეთსა და წყნარ ოკეანეებში ჩინეთის გავლენის შესუსტებაა.

მიუხედავად იმისა, რომ სუნაკმა ჩინეთთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატა, მანვე აღნიშნა, რომ ჩინეთთან ურთიერთობის ადგილი ჯერ კიდევ არის, მათ შორის კლიმატის საკითხებსა და გლობალური ეკონომიკის სტაბილურობასთან დაკავშირებით. 

კომენტარები