საპენსიო რეფორმა საფრანგეთში

საფრანგეთში საპროტესტო აქციები გრძელდება – საპენსიო რეფორმა დამტკიცების ბოლო ეტაპზეა

Teresa Suarez/EPA, via Shutterstock

საფრანგეთში ასობით ათასი ადამიანის პროტესტის ფონზე, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის რეფორმა, რომელიც საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს, დამტკიცების მიჯნაზეა

მაკრონის ინიციატივა კანონად გასულ თვეს იქცა - მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა გადაწყვიტა გამოეყენებინა რა კონსტიტუციის 49.3 მუხლი და კანონი ქვედა პალატის თანხმობის გარეშე მიეღო. შედეგად, ოპოზიციურმა პარტიებმა და პროფკავშირებმა პროტესტი და გაფიცვები დაიწყეს. 

არეულობა, რომელიც მაკრონის გადაწყვეტილებას მოჰყვა, ნაკლებად ქაოსურ, მაგრამ მაინც დაძაბულ პროტესტში გადაიზარდა, რაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირებით გამოირჩეოდა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ბოლო გამოსვლები ნაკლებად ძალადობრივია. 

საფრანგეთის ხელისუფლების ცნობით, ბოლო საპროტესტო აქციებში დაახლოებით 380 000 ადამიანი მონაწილეობდა, თუმცა პროფკავშირებმა განაცხადეს, რომ ეს რიცხვი მილიონიდან მილიონ-ნახევრამდე მერყეობდა.

როგორც ხელისუფლების, ისე პროფკავშირების შეფასებით, გასულ კვირას დემონსტრაციებზე აქტივობა უფრო მაღალი იყო.

ორივე მხარემ უარი თქვა უკან დახევაზე და ახლა ყველა თვალი საკონსტიტუციო საბჭოზეა მიმართული, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მაკრონის კანონპროექტი რამდენად შესაბამისობაშია საფრანგეთის კონსტიტუციასთან.

მაკრონის საპენსიო ცვლილება ოფიციალურად მანამ ვერ ამოქმედდება, სანამ ცხრაწევრიანი საბჭო მწვანე შუქს არ აანთებს. გადაწყვეტილება სავარაუდოდ დღეს იქნება ცნობილი.

მართალია, საკონსტიტუციო საბჭო განიხილავს კანონებს, რათა დაინახოს, შეესაბამება თუ არა ისინი საფრანგეთის კონსტიტუციას, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოსგან განსხვავებით, ის არ არის ბოლო სააპელაციო სასამართლო და არც მისი ცხრა წევრი - დანიშნული ცხრა წლის ვადით - არ არის მოსამართლე.

კომენტარები