საპენსიო რეფორმა საფრანგეთში

საფრანგეთის პარლამენტში მთავრობისადმი უნდობლობის შუამდგომლობის დაყენებას გეგმავენ

საფრანგეთის პარლამენტში მთავრობის უნდობლობის შუამდგომლობას დააყენებას გეგმავენ. Euronews-ის ინფრომაციით, შუამდგომლობას, სავარაუდოდ, დღეს დააყენებენ.

უნდობლობის შუამდგომლობის დაყენების ინიციატივით, საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის, ეროვნული გაერთიანების ერთ-ერთი ლიდერი, მარინ ლე პენი გამოვიდა. თავისმხრივ, მსგავსი ნაბიჯისთვის მზადყოფნას გამოთქვამს კომუნისტრური პარტიის მდივანი, ფაბიენ რუსელი.

საფრანგეთის ეროვნულ ასამბლეაში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას ასამბლეის წევრების ნახევარზე მეტის მხარდაჭერა დასჭირდება. უნდობლობის გამოცხადების შემთხვევაში, მთავრობა უნდა გადადგეს. ამავდროულად, თუ უნდობლობის საკითხი არ დაკმაყოფილდება, საპენსიო კანონპროექტი მიღებულად ჩაითვლება.

არაპოპულარული საპენსიო კანონპროექტის მისაღებად ემანუელ მაკრონის მთავრობამ საფრანგეთის კონსტიტუციის 49.3 მუხლი გამოიყენა, რომელიც სადავო უფლებამოსილებათ ითვლება, რადგან ამ გზით საფრანგეთის მთავრობას კანონმდებლობის მიღება, კენჭისყრის გვერდის ავლით შეუძლია. მეხუთე რესპუბლიკის 60 წლის განმავლობაში კონსტიტუციის 49.3 მუხლი 100-ჯერ გამოიყენეს – ყველაზე ხშირად იმ მთავრობებმა, რომლებსაც პარლამენტში უმრავლესობა არ აქვთ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში მთავრობის უნდობლობის გამოცხადების მოთხოვნა ბოლოს წარმატებით 1962 წელს დასრულდა.


ორ კვირიანი დებატებისა და პროტესტის შემდეგ, 16 მარტს საფრანგეთის პრემიერმინისტრმა, ელიზაბეტ ბორნმა სპეციალური პროცედურა გამოიყენა იმისთვის, რომ არაპოპულარული საპენსიო კანონპროექტი კენჭისყრის გარეშე მიეღო.

გადაწყვეტილება სადავო კანონპროექტის კენჭისყრამდე რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს, რადგან უმრავლესობის მოპოვების შანსი არ არსებობდა.

საპენსიო რეფორმა საპენსიო ასაკის ორი წლით, 64 წლამდე გაზრდას გულისხმობს. მთავრობის თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია იმისათვის, რომ საპენსიო სისტემა არ ჩამოიშალოს. 

ათასობით ადამიანი მთავრობის ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად პარიზისა და საფრანგეთის სხვა ქალაქების ქუჩებში გამოვიდა. BBC-ის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

კომენტარები