დაძაბულობა ტაივანის სრუტეში

მაკრონი ტაივანის შესახებ კომენტარზე: აშშ-ს მოკავშირეობა მის ვასალად ყოფნას არ ნიშნავს

ემანუელ მაკრონის ვიზიტი ჩინეთში
 Ludovic Marin/ AFP via Getty Images

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ტაივანთან დაკავშირებით თავისი წინარე კომენტარების დაცვა სცადა და აღნიშნა, რომ აშშ-ს მოკავშირეობა მის ვასალად ყოფნას არ ნიშნავს

"მოკავშირეობა არ ნიშნავს, ვასალი იყო.. არ ნიშნავს, რომ საკუთარ თავზე ფიქრის უფლება არ გვაქვს". - თქვა მაკრონმა ნიდერლანდებში ვიზიტისას გამართულ პრესკონფერენციაზე. 

POLITICO-სთან საუბარში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ ტაივანთან მიმართებით ევროპა არც აშშ-ს და არც ჩინეთის პოზიციას არ უნდა მიჰყვეს.

მაკრონმა ისაუბრა ევროპის "სტრატეგიულ ავტონომიაზე", რისთვისაც, მისი აზრით, საჭიროა არ მოყვნენ სხვის კონფლიქტებში.

"ყველაზე დიდი საფრთხე, რომლის წინაშეც ევროპაა, არის იმ კრიზისებში მოყოლა, რომლებიც ჩვენი არაა და რომლებიც საკუთარი სტრატეგიული ავტონომიის შენებაში ხელს შეგვიშლის". – თქვა მაკრონმა.

მაკრონი თვლის, რომ ტაივანის გარშემო ესკალაცია ევროპის ინტერესებში არ შედის, თუმცა მათ არ უნდა მისდიონ არც აშშ-ს და არც ჩინეთის მიდგომებს.

"პარადოქსი იქნება, პანიკაში ვირწმუნოთ, რომ მხოლოდ ამერიკის მიმდევრები ვართ... კითხვა, რომელსაც ევროპელებმა უნდა უპასუხონ, არის... არის თუ არა ჩვენს ინტერესებში ტაივანის [კრიზისის] დაჩქარება? არა. ყველაზე ცუდი იქნებოდა გვეფიქრა, რომ ჩვენ, ევროპელებმა ამ საკითხზე აშშ-ს დღის წესრიგსა და ჩინეთის გადაჭარბებულ რეაქციას მივდიოთ". – თქვა მაკრონმა POLITICO-სთან.

მას შემდეგ, რაც მაკრონმა დატოვა ქალაქი გუანგჭოუ, სადაც პრეზიდენტებს შორის შეხვედრა გაიმართა, ჩინეთმა ტაივანის მახლობლად ფართომასშტაბური სამხედრო წვრთნები წამოიწყო.

ფრანგი მაღალჩინოსნების თქმით, მაკრონმა და სი ძინფინგმა ტაივანის საკითხი "ინტენსიურად" განიხილეს.

კომენტარები